ფარმაცევტული პროდუქტის კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით

  • ა) პირველ ჯგუფს განეკუთვნება ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი, აგრეთვე ლეგალური ბრუნვის რეჟიმის თვალსაზრისით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 22/ნ ბრძანებით მასთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალება. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება ფორმა N1 ან ფორმა N2 რეცეპტის ბლანკზე.
  • ბ) მეორე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან/და რომლის მიღებაც არ არის შესაძლებელი მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად, ექიმის დანიშნულების გარეშე, და რომელიც გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
  • გ) მესამე ჯგუფს განეკუთვნება მესამე ჯგუფს განეკუთვნება ისეთი ფარმაცევტული პროდუქტი, რომლის მიღებაც, ინსტრუქციის შესაბამისად, შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე და რომელიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ნორმატიული აქტები

  1. 1. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი
  2. 2. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი
  3. 3. "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონი
  4. 4. "სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 22 იანვრის N22/ნ ბრძანება
  5. 5. "სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ" საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის N 465/ო ბრძანება
  6. 6. "მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის №01-53/ნ ბრძანება
  7. 7. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად განსახორციელებული ღონისძიებების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 4 თებერვლის №01-4/ნ ბრძანება