პაციენტის საინფორმაციო ფურცელი 

✔ ვის უნდა მიაკითხოთ საჭირო მედიკამენტის რეცეპტზე (ფორმა N3) გამოწერის მიზნით?

რეცეპტზე მედიკამენტის გამოწერის მიზნით უნდა მიმართოთ ოჯახის/სოფლის/უბნის ექიმს ან საჭირო სპე­ ციალობის   ექიმ­სპეციალისტს.

✔ დაკავშირებულია თუ არა რეცეპტის გამოწერა დამატებით ფინანსურ ხარჯებთან?  

რეცეპტის გამოწერა არ იწვევს დამატებით ფინანსურ ხარჯებს პაციენტის მხრიდან, ვინაიდან: 

• ექიმთან ვიზიტის ძირითადი მიზანი პაციენტის დიაგ­ნოსტიკა და მკურნალობაა და რეცეპტი მხოლოდ ჩვეულებრივი სამედიცინო დოკუმენტია, რომელიც ივსება საჭიროების შემთხვევაში.

• ოჯახის ექიმთან და ექიმ­სპეციალისტთან ვიზიტების რაოდენობა შეზღუდული არ არის და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო  პროგრამების  ფარგლებში. 

ამასთან, სრულად ფინანსდება:

ოჯახის/უბნის და სოფლის ექიმთან ვიზიტი ­ ყველა ბე­ნეფიციარისათვის;

ყველა ექიმ­-სპეციალისტთან ვიზიტი ­ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, პედაგოგებისათვის, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების აღსაზრდე­ლებისა და აღმზრდელებისათვის, რეინტეგრაციაში ან მინდობით აღზრდაში მყოფთათვის, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში მცხოვრებთათვის, იძულებით გადაადგილებულ პირთა გარკვეული ნაწილისათვის, სა­ხალხო არტისტების, სახალხო მხატვრების და რუსთავე­ლის პრემიის ლაურეატებისათვის, პენსიონერებისათვის, 0­5 წლის ბავშვებისათვის, სტუდენტებისათვის, შშმპ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათ­ვის;

ენდოკრინოლოგთან, ოფთალმოლოგთან, კარდიოლოგ­თან, ნევროლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, გინე­კოლოგთან, უროლოგთან ვიზიტი ­ვეტერანებისათვის.

✔ რომელი მედიკამენტები გაიცემა ურე­ცეპტოდ?

ურეცეპტოდ გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რო­მელთა რაოდენობა 3 600­ზე მეტია. მათი მიღება შესაძ­ლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე. ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ნუსხაში გაერთიანებულია ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი (არასასურველი) მოქმედებით ხასიათდებიან და ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ პაციენტისთვის. მათი სარ­გებელი აშკარად სჭარბობს სავარაუდო არასასურველი ეფექტის  პოტენციურ  რისკს.

ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს მიეკუთვნებიან:

• კუჭ­ნაწლავის სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ალმაგელი, დე­ნო­ლი, ალოხოლი, სენადექსინი, ენტეროლი, მეზიმ­ფორ­ტე და სხვა);

ვიტამინები და მინერალები (გარდასაინექციო ხსნა­ რებისა);

• ანტიაგრეგანტები (სისიხლის შედედების საწინააღ­მდეგო) პრეპარატები (მაგ.: ასპირინი კარდიო, კარ­დიომაგნილი და სხვა);

• პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესე­ბელი საშუალებები (მაგ.: ტრენტალი, დილასიდომი და სხვა);

• ანგიოპროტექტორები (მაგ.: ვენოდიოლი, ფლებოდია, დეტრალექსი და სხვა);

• მთელი რიგი  ტკივილგამაყუჩებელი,  სიცხის  დამწე­ვი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული სა­შუალებები (მაგ.: ანალგინი, ტემპალგინი, კეტონალი, იბუპროფენი, ნუროფენი და სხვა);

• ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები (მაგ.: ეუფილინი, ტეოტარდი და სხვა);

• ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუა­ლებები (მაგ.: ლაზოლვანი, ბრომჰექსინი, სინეკოდი და სხვა);

• ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ.: ერიუ­სი, ალერფასტი, კლარიტინი, სუპრასტინი და სხვა);

• ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ.: დრა­მინა)

• ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ.: ფერო­ ფოლგამა, ფეროვიტი, ფეროპლექსი, ფოლის მჟავა და სხვა);

• გამხსნელის სახით გამოყენებული საშუალებები (საი­ნექციო წყალი, ფიზიოლოგიური ხსნარი);

ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვ.

ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი განთავსებულია საქართველოს შრომის,   ჯანმრთელო­ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიტებზე ( www.moh.gov.ge; www.rama.moh.gov.ge ). აღნიშნული სიები შედგენილია სხვადასხვა პრინციპით (მაგ.: ანბანის მიხედვით; სავაჭრო დასახელებით), რათა მომხმარებელ­მა ადვილად შეძლოს მისთვის სასურველი მედიკამენტის მოძებნა

✔ რომელი მედიკამენტები გამოიწერება რე­ცეპტის (ფორმა N3) ბლანკზე და რატომ?

რეცეპტზე (ფორმა N3) გამოიწერება II ჯგუფის მედი­ კამენტები, რომლებიც სერიოზული პოტენციური გვერ­დითი (არასასურველი) ეფექტებით ხასიათდებიან, რაც მოითხოვს დოზირების უფრო მკაცრ კონტროლს, ექი­მის სპეციალურ მითითებებს, ზოგჯერ კი პერიოდულ ლაბორატორიულ კონტროლს. მათი ჭარბი დოზირების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, მოსალოდნელია მძიმე გვერდითი მოვლენები და გართულებები. ამიტომ, ასეთი საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე გა­ მოყენებისას სავარაუდო არასასურველი ეფექტი შეიძლე­ბა სჭარბობდეს მათ სარგებლიანობას.

✔ რა სახის საფრთხე ახლავს მედიკამენტების საინექციო ფორმებს, რომლებიც რეცეპტზე (ფორმა N3) გამოიწერება?

საინექციო (ნემსით ან სისტემით შესაყვანი) ყველაპრე­ პარატი გაიცემა რეცეპტით (II ჯგუფი), ვინაიდან:

საჭიროებს დოზირების უფრო ზუსტ რეჟიმს და შეყვა­ ნის ადგილის განსაზღვრას ექიმის მითითების შესაბა­მისად (მაგ.:  ერთი და  იგივე  სამკურნალო საშუალე­ბა, სხვადასხვა შემთხვევაში, შეიძლება კეთდებოდეს კუნთებში, ვენაში ან კანქვეშ. თითოეულ შემთხვევა­ში, უნდა შეირჩეს მედიკამენტის განსხვავებული დოზა,  რასაც  მხოლოდ ექიმი  განსაზღვრავს.

• ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის მითითება ინექციის გა­კეთების ტექნიკის თაობაზე (მაგ.: ზოგიერთი ინტრავე­ ნურად შესაყვანი პრეპარატი შეიძლება მხოლოდ ზუს­ტად განსაზღვრული განზავებული სახით გაკეთდეს, ან მისი შეყვანა უნდა მოხდეს ძალიან ნელა; სხვადას­ხვა პრეპარატი სხვადასხვა ჯგუფის კუნთში კეთდება: ზოგიერთი დუნდულა კუნთებში, ზოგიერთი ბარძაყის კუნთებში, ზოგიერთი წინამხარზე; არ შეიძლება ზო­გიერთი კანქვეშ შესაყვანი პრეპარატის კუნთებში ან ინტრავენურად გაკეთება, ან პირიქით (მაგ.: კალციუ­მის ქლორიდის კანქვეშ ან კუნთში შეყვანამ შეიძლება ქსოვილების გაღიზიანება და ნეკროზი გამოიწვიოს).

• ინექციურ პრეპარატებს ახასიათებთ მოქმედების უფრო სწრაფი დასაწყისი,  ისევე  როგორც  გვერდი­თი (არასასურველი) ეფექტების განვითარების უფრო სწრაფი გამოვლენა, მათ მიერ გამოწვეული გართულე­ბების მართვა არასწორი დოზირების ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, უფრო ძნელია!

• საინექციო საშუალებების გამხსნელის გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს (მაგ.: ლიდოკაინის არასწო­რად გამოყენებისას მოსალოდნელია წნევის დაქვეი­თება, კრუნჩხვები, ალერგიული რეაქცია);

• ერთი შპრიცით რამდენიმე ნივთიერების შეყვანა, ექიმთან შეუთანხმებლად, არ შეიძლება (შეიძლება შპრიცში არსებული ნივთიერებების შეუთავსებლო­ ბის ან ალერგიული რეაქციის მიზეზი გახდეს);

• საინექციო პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა მათ შეყვანას შორის ექიმის მიერ განსაზღვრული დროის ინტერვალის მკაცრი დაცვა, რომლის გარეშეც პრეპარატმა შესაძლოა სწრაფი კუმულაცია (დაგრო­ვება) განიცადოს და მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს.

• საინექციო პრეპარატები საჭიროებენ სისუფთავის მა­ღალ ხარისხს და შესაბამის შესაყვან მოწყობილობას;

✔ ხომ არ შეექმნებათ პრობლემები ქრონიკუ­ლი ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების მქო­ ნე პაციენტებს რეცეპტის ამოქმედების შემდეგ?

ქრონიკული ან ხანგრძლივად  მიმდინარე  დაავადებების შემთხვევაში, ექიმს უფლება აქვს, გამოწეროს რეცეპტი ერთ წლის ვადით, ამასთან, რეცეპტის გამოყენება შესაძ­ლებელია მრავალჯერადად, ვიდრე არ ამოიწურება გა­მოწერილი მედიკამენტების რაოდენობა.

ასევე, კონკრეტული მედიკამენტის საჭირო რაოდენო­ბა ერთი ვიზიტის დროს შეიძლება, გამოიწეროს (გადანა­წილდეს) არა მხოლოდ ერთ, არამედ რამდენიმე რეცეპ­ტის ბლანკზე, რათა ხანგრძლივი დროის განმავლობაში პაციენტს არ დაჭირდეს ექიმთან დამატებითი ვიზიტი, მხოლოდ რეცეპტის გამოწერის მიზნით.

✔ დასაშვებია თუ არა, რეცეპტზე გამოწერი­ლი წამალი შეძენილი იქნეს არასრულად (ნაწილ­ ნაწილ)?

დიახ, რეცეპტი შესაძლოა გამოყენებული იქნეს მრავალ­ჯერადად, რეცეპტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე. პაციენტს შეუძლია ყოველ ვიზიტზე შეიძინოს წამლის სასურველი რაოდენობა.

შესაძლებელია თუ არა სასწრაფო სამედიცინო დახმარე­ ბის გამოძახების დროს სსდ ბრიგადის ექიმმა გამოწეროს რეცეპტი?

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის მოვალეობაა პაციენტს ადგილზე გაუწიოს სამედიცინო დახმარება, მათ შორის მედიკამენტოზური და საჭიროე­ბის შემთხვევაში, მოახდინოს მისი ჰოსპიტალიზაცია. გა­მოძახებისას ის არ გამოწერს რეცეპტს!

✔ როგორ მოვიქცეთ ზოგიერთი გადაუდებე­ლი შემთხვევისას, თუ არ გაგვაჩნია რეცეპტი?

ჩვეულებრივ, სსდ ბრიგადის გამოძახების გარდა, ზო­გიერთი გადაუდებელი შემთხვევის დროს (მაგ.: ტკივი­ლი გულის არეში, მაღალი წნევა, ალერგიული რეაქცია, ბრონქული ასთმის შეტევა და სხვა) შეგიძლიათ მიმარ­თოთ უახლოეს აფთიაქს. ყველა აფთიაქს აქვს გადაუ­დებელი დახმარების მედიკამენტები, რომელთა გაცემა ნებადართულია ურეცეპტოდ, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით (კაპტოპრილი, სალბუტამოლი, დექ­სამეტაზონი, ნიფედიპინი, გლუკოზა, ინსულინი, ადრე­ნალინი, დიმედროლი, პრედნიზოლონი, მეტოპროლოლი, ფუროსემიდი, ატროპინი, ნიტროგლიცერინი, კეტორო­ლაკი)

✔ როგორ ვიქცევით რეცეპტზე გამოწერილი მედიკამენტის რაოდენობის ამოწურვისას?

რეცეპტზე გამოწერილი მედიკამენტის რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, რეცეპტის ბლანკი რჩება აფ­თიაქს, პაციენტი კი მკურნალობის კურსის გაგრძელების შემთხვევაში მიმართავს ოჯახის /სოფლის/უბნის ექიმს ან იმ ექიმ­სპეციალისტს, რომელიც ახორციელებს მის სამედიცინო მომსახურებას და საჭიროების შემთხვევა­ში, უზრუნველყოფს რეცეპტს გამოწერას.

განიცდის თუ არა ცვლილებებს რეცეპტით  და  ურეცეპ­ტოდ გასაცემი მედიკამენტების ნუსხები?

მედიკამენტების ნუსხები არ არის მუდმივი (სტატიკური) და პერიოდულად ექვემდებარება გადამოწმებას, რომლის შედეგადაც, გვერდითი ეფექტების შესახებ დაგროვილი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გა­მომდინარე, შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების გადატანა ერთიდან მეორე ჯგუფში. მაგალითად:

• კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის სამკურნალო პრეპა­რატები (რანიტიდინი, ომეპრაზოლი, ფამოტიდინი, ესომეპრაზოლი და სხვა) II ჯგუფიდან ამჟამად გადა­ტანილია  III  ჯგუფში;

• კეტოკონაზოლის (სოკოს საწინააღმდეგო საშუალე­ბა), სერიოზული გვერდითი (არასასურველი) ეფექ­ტების გამოვლენის გამო, მისი გარეგანი ფორმები III ჯგუფიდან (ურეცეპტო) გადატანილი იქნა რეცეპ­ტით გასაცემთა ნუსხაში (II ჯგუფი), შიგნით მისაღე­ბი (ტაბლეტები, კაფსულები) ფორმები კი საერთოდ ამოღებულია მიმოქცევიდან.

✔ რატომ ხვდება ერთი და იგივე დასახელების სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ჯგუფში?

რიგ შემთხვევებში, ერთი და იგივე სამკურნალო საშუა­ლება გვხვდება სხვადასხვა ჯგუფში, ვინაიდან განსხვავე­ბულია მათი ფარმაცევტული ფორმები და მიღების გზე­ბი. კერძოდ, საინექციო საშუალებები შეტანილია რეცეპ­ტით გასაცემი მედიკამენტების (IIჯგუფი) ნუსხაში, ხოლო შიგნით მისაღები (ტაბლეტი, აბი, კაფსულა) და გარეგანი გამოყენების ფორმები ­ ურეცეპტოდ გასაცემი მედი­ კამენტების (III) ჯგუფში (მაგ.: C ვიტამინის, ანალგინის, პარაცეტამოლის, სუპრასტინის, დიკლოფენაკის და სხვა­ თა საინექციო ფორმები გაიცემა რეცეპტით, ხოლო მათი ტაბლეტირებული ფორმები ­ ურეცეპტოდ).

ექიმის საინფორმაციო ფურცელი 

• როდის შედის ძალაში მე-2 ჯგუფისათვის მიკუთვნებული მედიკამენტების გაცემისათვის (რეალიზაციისათვის) რეცეპტის წარდგენის ვალდებულება?

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2014 წლის 1 სექტემბრიდან აკრძალულია მე-2 ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემა (რეალიზაცია).

• რეცეპტის რომელ ბლანკზე უნდა მოხდეს მე-2 ჯგუფისათვის მიკუთვნებული მედიკამენტების გამოწერა?

მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული მედიკამენტები უნდა გამოიწეროს ერთიან და უნიფიცირებულ რეცეპტის ბლანკის ფორმა №3-ზე, რომელიც დამტკიცულია მინისტრის ნორმატიული ბრძანებით და განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.moh.gov.ge; www.rama.moh.gov.ge).

• ვის აქვს ფორმა №3 რეცეპტის გამოწერის უფლება?

ოჯახის/სოფლის/უბნის ან შესაბამისი სპეციალობის ექიმს.

• რომელი მედიკამენტები მიეკუთვნება მეორე ჯგუფს?

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 13 ოქტომბრის N331 ბრძანებით განსაზღვრულია პირველ და მესამე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ნუსხები. ყველა სხვა მედიკამენტი, რომელიც ამ ნუსხებში არ შედის, ავტომატურად მიეკუთვნება მე-2 ჯგუფს. პირველი, მე-2 და მე-3 ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების ჩამონათვალი, ასევე, განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე ( www.moh.gov.ge; www.rama.moh.gov.ge).

• რა ველებს მოიცავს რეცეპტი?

რეცეპტის ბლანკი დანომრილია და შედგება სამი (A, B და C) განყოფილებისაგან. რეცეპტის A განყოფილება წარმოადგენს რეცეპტის ძირითად ნაწილს, რომელსაც ავსებს ექიმი. რეცეპტის B და C განყოფილება ივსება აფთიაქში, მედიკამენტის რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

• რა ველები ივსება რეცეპტის A განყოფილებაში ექიმის მიერ?

სამედიცინო დაწესებულების დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

რეცეპტის გამომწერი ექიმის სახელი, გვარი, პ/ნომერი

პაციენტის სახელი, გვარი, ასაკი, პ/ნომერი

რეცეპტის გამოწერის თარიღი

გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება, ფორმა, დოზა, რაოდენობა და მიღების წესი რეცეპტის მოქმედების ვადა

• როგორ ხდება რეცეპტის დამოწმება? რეცეპტის A განყოფილება მოწმდება გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და პირადი ბეჭდით

ან გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით (შტამპი).

• ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე რა დასახელებით გამოიწერება მედიკამენტი?

რეცეპტზე მედიკამენტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც. არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.

• რა ენაზე ივსება რეცეპტი?

რეცეპტში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება (მათ შორის, ოფიცინალური ან მაგისტრალური რეცეპტით დასამზადებელი პრეპარატის შემადგენლობა), ფორმა და დოზა იწერება სახელმწიფო ან ლათინურ ენაზე. ფარმაცევტული პროდუქტის მიღების წესი, რომელშიც მითითებულია ფარმაცევტული პროდუქტის მიღების სიხშირე და ხანგრძლივობა, შეყვანის გზები და პაციენტისათვის საჭირო სხვა ინფორმაცია, იწერება სახელმწიფო ენაზე.

• რამდენი მედიკამენტი შეიძლება გამოიწეროს ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე?

ერთი რეცეპტის ბლანკზე გამოწერება მხოლოდ ერთი მედიკამენტი.

• როგორ განისაზღვრება რეცეპტის მოქმედების ვადა?

რეცეპტის მოქმედების ვადას, დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგენს და ბლანკზე უთითებს ექიმი

ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში ექიმს უფლება აქვს, გასცეს ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტი, მაგრამ მისი მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს

• ფორმა №3 რეცეპტი არის ერთჯერადი თუ მრავალჯერადი გამოყენების?

ნებადართულია რეცეპტის მრავალჯერადად გამოყენება, რეცეპტის მოქმედების ვადისა და ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რაოდენობის ამოწურვამდე.

• შესაძლებელია თუ არა არარეგისტრირებული მედიკამენტის გამოწერა?

აკრძალულია არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოწერა.

• სავალდებულოა თუ არა რეცეპტის ბლანკზე რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მითითება?

რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მითითება არ არის სავალდებულო.

• როგორ მოხდება სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა ინფორმირება რეცეპტის (ფორმა №3) შემოღება/დანერგვასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების თაობაზე?

რეცეპტის ფორმა №3 შემოღება/დანერგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება სამინისტროს ვებ-გვერდზე ( www.moh.gov.ge; www.rama.moh.gov.ge ).

• როგორ განხორციელდება სამედიცინო დაწესებულებების მიერ ექიმების რეცეპტის ფორმა №3 ბლანკებით უზრუნველყოფა?

ფორმა №3 რეცეპტის ბლანკებi ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას შეძლებს რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი. ინფორმაცია რეცეპტების ბეჭდვასა და სისტემაში დარეგისტრირების შესახებ განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე.

ფარმაცევტის საინფორმაციო ფურცელი 

როგორ გამოიწერება მედიკამენტი - სავაჭრო თუ ჯენერიული დასახელებით?

რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.

რომელი მედიკამენტები გაიცემა ურეცეპტოდ?

აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა III ჯგუფის მედიკამენტები, რომელთა რაოდენობა 3 600-ზე მეტია. მათი მიღება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე. ურეცეპტოდ (III ჯგუფი) გასაცემი წამლების ნუსხაში გაერთიანებულია ისეთი პრეპარატები, რომლებიც ნაკლებად მძიმე გვერდითი (არასასურველი) მოქმედებით ხასიათდებიან და ნაკლები ზიანის მოტანა შეუძლია პაციენტისთვის. ისინი არ საჭიროებენ მკაცრი დოზირების რეჟიმს, მუდმივ მეთვალყურეობას ექიმის მხრიდან და შემთხვევითი ჭარბი დოზის მიღება არ არის დაკავშირებული სიცოცხლისათვის საშიშ შედეგებთან. აქედან გამომდინარე, ამ საშუალებების ურეცეპტოდ გაცემის დროს, მათი სარგებელი აშკარად სჭარბობს რაიმე სავარაუდო არასასურველი ეფექტის პოტენციურ რისკს.

 

რატომ ხვდება ერთი და იგივე დასახელების სამკურნალო საშუალება სხვადასხვა ჯგუფში?

რიგ შემთხვევებში, ერთი და იგივე სამკურნალო საშუალება გვხვდება სხვადასხვა ჯგუფში, ვინაიდან განსხვავებულია მათი ფარმაცევტული ფორმები და მიღების გზები, კერძოდ, საინექციო საშუალებები შეტანილია რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების (II) ნუსხაში, ხოლო ტაბლეტირებული და გარეგანი გამოყენების ფორმები, ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების (III) ჯგუფში.

 

არის თუ არა რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ნუსხები უცვლელი?

მედიკამენტების ნუსხები არ არის მუდმივი (სტატიკური) და ისინი, პერიოდულად, ექვემდებარება გადამოწმებას, რომლის შედეგადაც, გვერდითი ეფექტების შესახებ დაგროვილი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამკურნალო საშუალებების გადატანა ერთი ჯგუფიდან მეორეში.

 

ვის აქვს ფორმა N3 რეცეპტის გამოწერის უფლება?

ფარმაცევტულ პროდუქტს ნიშნავს და რეცეპტზე გამოწერს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - სერტიფიცირებული ექიმი-სპეციალისტი.

 

როგორ უნდა იყოს რეცეპტი დამოწმებული? აუცილებელია თუ არა დაწესებულების ბეჭედი?

რეცეპტის A განყოფილება მოწმდება გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და პირადი ბეჭდით ან გამომწერი ექიმის ხელმოწერითა და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით (შტამპით).

 

როგორ გამოიწერება მედიკამენტი - სავაჭრო თუ ჯენერიკული დასახელებით?

რეცეპტზე ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება გენერიკული დასახელებით (საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, მიეთითოს სავაჭრო დასახელებაც). არაგენერიკული და კომბინირებული ფარმაცევტული პროდუქტი გამოიწერება სავაჭრო დასახელებით.

 

რამდენი მედიკამენტი გამოიწერება ფორმა N3 რეცეპტზე?

იმის გათვალისწინებით, რომ რეცეპტის C განყოფილების (ე.წ. ,,მოსახევი“ ნაწილის) რაოდენობა მაქსიმალური ყოფილიყო, რეცეპტზე გამოიწერება მხოლოდ 1 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი.

 

რომელ ენაზე გამოიწერება რეცეპტი: ქართულად თუ ლათინურად?

რეცეპტში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება (მათ შორის, ოფიცინალური ან მაგისტრალური რეცეპტით დასამზადებელი პრეპარატის შემადგენლობა), ფორმა და დოზა იწერება სახელმწიფო ან ლათინურ ენაზე. ლათინური შემოკლებების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და ფარმაცევტულ პრაქტიკაში დაშვებული ძირითადი სარეცეპტურო შემოკლებებით

 

იწერება თუ არა რეცეპტზე დიაგნოზი?

დიაგნოზის მითითება რეცეპტზე სავალდებულო არ არის.

 

რა პერიოდით განისაზღვრება რეცეპტის მოქმედების ვადა?

რეცეპტის მოქმედების ვადას, დიაგნოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესაბამისად, ადგენს ექიმი. ქრონიკული ან ხანგრძლივად მიმდინარე დაავადებების შემთხვევაში, რეცეპტის ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლით.

 

უნდა მიეთითოს თუ არა რეცეპტზე ექიმის საკონტაქტო ინფორმაცია?

რეცეპტზე დამატებით (არასავალდებულო წესით) შესაძლებელია მიეთითოს რეცეპტის გამომწერი ექიმის და/ან სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და/ან მისამართი).

 

რამდენჯერ არის შესაძლებელი აფთიაქიდან ერთი და იმავე რეცეპტის საფუძველზე წამლის გაცემა?

რეცეპტის ბლანკი დანომრილია და შედგება სამი (A, B და C) განყოფილებისაგან. ფორმა N3 რეცეპტის საფუძველზე, შესაძლებელია ექიმის მიერ გამოწერილი რაოდენობა პაციენტმა შეიძინოს მრავალჯერადად აფთიაქ(ებ)ში ვიზიტის ფარგლებში.

 

როგორ უნდა შეივსოს B და C განყოფილება აფთიაქში და ვინ ავსებს მას?

რეცეპტის B და C განყოფილება ივსება აფთიაქში რეალიზაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ. რეცეპტის B განყოფილების თითოეული ნაწილი უნდა დამოწმდეს ამ დაწესებულების ბეჭდით. რეცეპტის C განყოფილებაში ფარმაცევტული პროდუქტის დასახელება მიეთითება სავაჭრო დასახელებით. აფთიაქში რეცეპტის წარდგენისას და რეცეპტზე გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის არასრულად შეძენისას, C განყოფილებაში შევსებულ უჯრას იტოვებს აფთიაქი, ხოლო B განყოფილება რჩება რეცეპტის ძირითად A ნაწილთან ერთად.

 

რჩება თუ არა რეცეპტი აფთიაქში?

რეცეპტის ვადის ამოწურვის ან გამოწერილი ფარმაცევტული პროდუქტის სრულად გაცემის შემთხვევაში, რეცეპტი რჩება აფთიაქს.

 

რამდენ ხანს ინახება რეცეპტი აფთიაქში?

აფთიაქის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფარმაცევტული პროდუქტის გაცემისას, C განყოფილების შევსებული ვერსია და/ან რეცეპტი შეინახოს ფარმაცევტული პროდუქტის გაცემიდან 6 თვის განმავლობაში.

 

როგორ მოვიქცეთ ზოგიერთი გადაუდებელი შემთხვევისას, თუ პაციენტს არ გააჩნია რეცეპტი?

პირველადი გადაუდებელი დახმარების საჭიროების დროს (მაგ.: ტკივილი გულის არეში, მაღალი წნევა, ალერგიული რეაქცია, ბრონქული ასთმის შეტევა და სხვა) ნებადართულია ურეცეპტოდ, რიგი II ჯგუფის მედიკამენტების (კაპტოპრილის, სალბუტამოლის, დექსამეტაზონის, გლუკოზის, ინსულინის, ადრენალინის, ატროპინის და სხვ) გაცემა. ექსტრემალურ შემთხვევებში, ერთჯერადი დოზებით, გასაცემი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მიზანშეწონილობას ადგენს აფთიაქის შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

 

საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტს

                                        272-53-75 (ინსპექტირების სამმართველო)               

                                        272-50-83 (რეგისტრაციის სამმართველო)