რეგისტრაცია შეჩერებულია

რა არის ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ”Job Fest” ?

„ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest არის დასაქმების პოტენციურ კანდიდატთა არჩევის ან სასურველი სამუშაო ადგილის მოძიების მიზნით, სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის წარმომადგენელი დამსაქმებლებისა და რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების (ახალგაზრდების) ორგანიზებული, მასიური შეხვედრა/გასაუბრება.

ვინ ატარებს?

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და HR hub-ის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia).

მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პალიტრა მედია ჰოლდინგი.

სად ტარდება და ვინ მონაწილეობს?

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ტარდება ქ.თბილისში, 2017 წლის 25 ივნისს, 13:00-17:00 სთ; მის: ქ.თბილისი, ვაკის პარკი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს: 70-ზე მეტი ორგანიზაცია; რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი.

რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სამუშაოს მაძიებელი?

  • უნდა იყოს 18 წლიდან 29 წლის ჩათვლით;
  • უნდა იყოს წინასწარ რეგისტრირებული ღონისძიების მონაწილედ www.jobfest.ge ან www.ssa.gov.ge-ზე Worknet-ის ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზე;
  • დასაქმების ფესტივალზე მისვლისას უნდა ფლობდეს სარეგისტრაციო ბარათსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • თან უნდა იქონიოს რეზიუმე (CV) ამობეჭდილი ვერსია, სასურველია რამდენიმე ეგზემპლარი;
  • ღონისძიების განმავლობაში უნდა დაიცვას მონაწილეობის ზოგადი წესები.

როდის მთავრდება რეგისტრაცია?

დასაქმების ფესტივალზე დასწრების მსურველი სამუშაოს მაძიებლების (ახალგაზრდების) რეგისტრაცია მთავრდება არაუგვიანეს 2017 წლის 23 ივნისის 24:00 საათისა.

სად არის შესაძლებელი რეგისტრაცია?

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ მისამართზე: www.jobfest.ge ან www.ssa.gov.ge-ზე Worknet-ის ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალის ბმულზე.
ასევე: სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებში (სამუშაო დღეებში 10:00 -17:00 სთ).

რა მიზანს ემსახურება ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი ”Job Fest”?

ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, პირდაპირი კომუნიკაცია და დასაქმება/სტაჟირების ხელშეწყობა;
დამსაქმებლის ბრენდის ცნობადობის გაზრდა ახალგაზრდების სეგმენტში;
პროფესიული განათლება-დასაქმების პოპულარიზაცია;
სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან საუბარი მათი განვითარებისთვის საჭირო და საინტერესო თემებზე როგორიცაა, წარმატება, მოტივაცია, თვითგანვითარება და მიზნის დასახვა.